სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება უნდა შეეხებოდეს 4 ძირითად საკითხს: რიგგარეშე არჩევნებს, საარჩევნო რეფორმას, გიორგი რურუას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის დასრულებას.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი - დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა.