ლაბორატორიული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკულმა“ ვარიანტმა, შესაძლოა, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის საშუალებით ინფიცირებისგან დაცვა მნიშვნელოვნად შეამციროს. კვლევის დროს ვაქცინის შემქმნელი კომპანიებისა და ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის (UTMB) მეცნიერებმა ხელოვნურად შექმნეს ვირუსი, რომელიც შეიცავდა იგივე მუტაციებს, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში პირველად აღმოჩენილი კორონავირუსის, B.1.351–ის სახელით ცნობილი ვარიანტი. მკვლევარებმა ვირუსი ვაქცინირებული ადამიანის სისხლზე გამოსცადეს და აღმოაჩინეს, რომ მასში მანეიტრალებელი ანტისხეულების დონე 2/3-ით ნაკლები იყო, ვიდრე კორონავირუსის ყველაზე გავრცელებულ ვერსიაშია დაფიქსირებული. თუმცა, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ანტისხეულების რა დონეა საჭირო ვირუსისგან დასაცავად, უცნობია, გახდის თუ არა მათი რაოდენობის 2/3-ით შემცირება ვაქცინას არაეფექტურს ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ.