"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები იკრიბებიან.
პარტიაში უკვე მივიდნენ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარეს ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.
ნიკა მელიას საქმეზე განცახდებებს აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, პარტიაში ნიკა მელიას საქმეზე არა სასამართლოს არამედ პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდებიან. პარტიის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით „ნაციონალური მოძრაობა" ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი ჩანაფიქრის აღსრულებაში ხელი შეუშალოს და ნიკა მელიას დაკავების უფლება არ მისცეს.
გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან, სადაც ნიკა მელიას საქმეზე პროცესია ჩანიშნული, პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდებიან, თუმცა ისინი აპირებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას მშვიდობიანი გზით აღუდგენენ წინ.