ვიდრე სასამართლო ნიკა მელიას მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას არ შეცვლის, ის გირაოს რეჟიმში რჩება.
როგორც პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი აცხადებს ნიკა მელიას ნაცვლად გირაოს შეტანა აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისს ანგარიშზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისივე თქმით გირაოს მოცემულობა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ანულირდება და გადახდა აზრს დაკარგავს.