ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰამონ გებრეისუსი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ვარაუდი ჯერჯერობით ღიად რჩება. „წამოიჭრა კითხვები, მოხდა თუ არა ზოგიერთ ჰიპოთეზაზე უარის თქმა. გუნდის ექსპერტთა ზოგიერთ წევრთან საუბრის შემდეგ, მინდა დავადასტურო, რომ ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ ანალიზსა და შესწავლას“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მისი განმარტებით, ჩინეთში ჩატარებული მოკვლევისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს. „ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს მისია ყველა კითხვაზე პასუხს ვერ ნახავდა. თუმცა მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, რაც კოვიდ 19-ის ვირუსის წარმოშობის ახსნასთან გვაახლოებს,“- განაცხადა ტედროს ადჰამონ გებრეისუსმა.