ვლადიკავკაზში ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება გაგკაევის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მოხდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად განადგურდა.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. აფეთქების დროს სუპერმარკეტი დაკეტილი იყო და მასში მხოლოდ დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
მაშველებმა სუპერმარკეტის ნანგრევებიდან დაცვის სამსახურის თანამშრომელი ცოცხალი ამოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს. რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა ინციდენტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო.