საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივერ ვერანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უკვე 25% ე.წ. „ბრიტანულ ვარიანტზე“ მოდის. მან ასევე აღნიშნა, რომ კვლევა საფრანგეთის მასშტაბით კოვიდით ინფიცირების 17 000 დადებით შემთხვევაზე ჩატარდა და მათგან სამხრეთ აფრიკული და ბრაზიულიური ვარიანტები 4%-ს და 5%-ს შეადგენდა.
„ამ ორი ვარიანტის საფრანგეთის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან არიდება შესაძლებელია. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მათი გავრცელების შესაჩერებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში მთავრობა გადახედავს, საჭიროა თუ არა უფრო მკაცრი ზომების მიღება კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.