საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ირაკლი აბუსერიძემ, რომელიც 2020 წლის 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მისი პრეზიდენტობა ძალაში არ შევიდა, ფეისბუქის საშუალებით გამოეხმაურა.
"საჯარო რეესტრმა უარი მითხრა რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე. არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს წესდებით მოთხოვნილი ხმების რაოდენობა არ მიგიღიათო. ეს ტყუილიც აღარ არის. მამაძაღლობაა! არ მეგონა აქამდე თუ მოვიდოდით! დღითიდღე უფრო და უფრო სირხცვილია! დღითიდღე უფრო და უფრო მრცხვენია! მარტო სიმართლეა ჩვენს მხარეს! სამართალი, როგორც ვხედავთ ჯიბეში აქვთ. უკანონობის დაკანონებაზე ერთი პასუხი გვაქვს: ძალა ჯერ კიდევ ხნავს აღმართს და აბა კარგად შემოგვხედეთ!" - წერს ირაკლი აბუსერიძე.