რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 14 494 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 012 710 -ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა 17 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ინფიცირების 1 დღეში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 15 000-ზე ნაკლებია. რუსეთში ვირუსით კიდევ 536 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 78 134-მდე გაიზარდა.
რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 516 461 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.