შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა “სოლიდარობას” წევრებმა აქცია გამართეს. ისინი საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებდნენ.
მოძრაობა "სოლიდარობას” ხელმძღვანელის, ლაშა შუკაკიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციებს არ ითვალისწინებს, შესაბამისად სამართალდამცავები მოქალაქეების დაჯარიმებისას კანონს არღვევენ.