საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
მათივე ცნობით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი აქტიურ ძალისხმევას ახორციელებდა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობა, ასევე ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა.