ჩინური კომპანია Sinovac-ი ირწმუნება, რომ მისი ვაქცინა - CoronaVac-ი - პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და დაღუპვის პრევენციის კუთხით 100%-ით ეფექტურია. კომპანიის ცნობით, ვაქცინაზე ბრაზილიაში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ CoronaVac-მა ვაქცინირებულებს შორის ჰოსპირალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევები სრულად აღკვეთა, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი მხოლოდ 50.65%-ით შეამცირა. განსხვავებული შედეგი აჩვენა თურქეთში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ, რომლის თანახმადაც, CoronaVac-ი ინფიცირების რისკს 91.25%-ით ამცირებს. ბრაზილიასა და თურქეთში მიღებული შედეგების შეუსაბამობის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.