კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ცნობილი მუსიკალური ფესტივალის, "კოაჩელას" ჩატარების თარიღი ერთი წლის განმავლობაში მესამედ იცვლება. ბოლოს ღონისძიება 2021 წლის აპრილში იყო დაანონსებული. ჯერჯერობით უცნობია, ამჯერად როდისთვის გადაიდება პოპულარული ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად კალიფორნიაში, კოლორადოს უდაბნოს ტერიტორიაზე იმართება.