21 თებერვალს, The Walking Dead-ის მე-10 სეზონი გაგრძელდება და სტრიმინგ სერვის AMC+-ის პრემიუმ მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, 4 მარტიდან კი სხვა მომხმარებლებიც შეძლებენ შოუს დამატებითი სერიების ყურებას. სეზონის კიდევ 6 ეპიზოდი გამოვა, რომელშიც გადარჩენილები მიყენებული ზიანისგან თავის დაღწევას, ტრავმებისა და კაცობრიობის მდგომარეობის გადაფასებას შეეცდებიან.