თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე იმოძრავებს.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრანსპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება. ამასთან, მისი თქმით, ტრანსპორტში ფეხზე დგომის აკრძალვის შესახებ რეკომენდაცია ჯერ გაცემული არაა.
მუნიციპალური ტრანპორტი შაბათ-კვირას კვლავ არ იფუნქციონირებს. რაც შეეხება შიდა კონტროლს ავტობუსებსა და მეტროში პირბადი ტარების კონტროლი კვლავ განხორციელდება.