რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 16 714 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 917 918-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 521 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 75 205 -მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 389 913 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.