საქართველოში, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 260 480-ს.
ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული. ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 71 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 748-მდე.
ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 430 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2 341. კლინიკურ სასტუმროში მყოფ პირთა რაოდენობა 277-ს შეადგენს