ჩატარებულმა არჩევნებმა დაგვანახა, ის რომ გაგვეკეთებინა, რასაც ჩვენგან ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და ეს არჩევნები 2024 წლის მოდელით ჩაგვეტარებინა, პარლამენტში დღეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა და ოპოზიციაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია გვეყოლებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ანგარიშით წარსდგა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პროცესმა დაადასტურა, რომ 2024 წელი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის სწორად იყო შერჩეული.