თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი წარადგინა.
როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კახაბერ გულედანს ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გულედანი წლების წინ სამგორის რაიონის გამგებელი იყო, შემდეგ კი კერძო სექტორში გადაინაცვლა.
მერმა იმედი გამოთქვა, რომ მუნიციპალური ინსპექციის ახალი ხელმძღვანელი ყველაფერს გააკეთებს ქალაქის წესრიგში ყოფნისთვის