თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა,- ასე მიმართა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელიც საპარლამენტო მუშაობას დღეს შეუერთდა.
მან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებს მოუწოდა ბოლომდე „გათავისუფლდნენ გავლენისგან და აღიარონ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“. ამასთანავე, მან სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტში უფრო მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი იყოს, რომლებსაც არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.