ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს ქართული დელეგაცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს.
ქართული მხარე ასევე გეგმავს, ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე გაამახვილოს ყურადღება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, კახა კუჭავას განმარტებით, ქართული დელეგაცია რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს.