გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზიჰოფერის განცხადებით, კორონავირუსის ახალი სახეობებისგან გამოწვეული საფრთხის გამო, გერმანია იძულებულია, მკაცრი ზომების დაწესების საკითხი განიხილოს.
„ვირუსის მრავალი მუტაციით გამოწვეული საშიშროება გვაიძულებს, მკაცრი ზომები განვიხილოთ. ეს მოიცავს მნიშვნელოვნად გამკაცრებულ სასაზღვრო კონტროლს, ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებთან საზღვრებს ეხებათ, ასევე გერმანიაში საჰაერო მიმოსვლის თითქმის ნულამდე შემცირებას, როგორც ამას ისრაელი აკეთებს,“ - განაცხადა ჰორსტ ზიჰოფერმა გამოცემა Bild-თან საუბარში.