გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს ქალაქ ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.