ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა

2021-01-27 08:54:53+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 555 ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 107 პაციენტია მოთავსებული. 33 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 54 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 301 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 161 პაციენტი, 9 207 კი - გამოჯანმრთელდა.