ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიები გრძელდება.
ასამბლეის სხდომა დღეს პანდემიის საკითხზე მსჯელობით გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დელეგაციის წევრები. ქართული მხარე წარადგენს გეგმას საქართველოში „კოვიდ-19“-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ, ასევე ისაუბრებენ ვაქცინაციის სტრატეგიის მთავარ ასპექტებზე.
საქართველოს დელეგაციის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქართული მხარე საერთაშორისო წარმომადგენელებს ასევე გააცნობს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის თვალსაზრისით მიაღწია.