მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შუამდგომლობით დაიგეგმა.
როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, ბიზნესის ეტაპობრივად ამუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში „პრობლემების წინაშე მთლიანად სახელმწიფო დადგება“.