ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რა შემთხვევაშია მოსალოდნელი ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვირუსის ინფიცირების შემთხვევათა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებაზე ისაუბროს.
მინისტრის განმარტებით, ამჟამად აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მონაცემები 5-დან 8%-მდე მერყეობს.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეისთვის კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში 3069 ადამიანი მკურნალობს, თავისუფალი კი 3700-მდე ადგილია.