პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაწესდა მიზნობრივი შეზღუდვები, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ქვემოთ მოდის,- ამის შესახებ გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და ასევე დღეში 7000 ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში. ამიტომ, პრემიერის თქმით, თუ ქვეყანაში არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს.