მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.1 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 72 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.