პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას შეეხება, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. კომიტეტი პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს და მიმდინარე კვირასვე განსახილველად რიგგარეშე სესიაზე გავა. პროექტი დაჩქარებული წესით იხილება.
საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის წესი, ასევე, მათ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები ერთჯერადი - გარდამავალი ხასიათის ნორმებით დარეგულირდება, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ლევან მგალობლიშვილი.