„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ჯელალ ქიქავამ სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე ბათუმში მომხდარი ფაქტის დაგმობის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ან პარტია უნდა დატოვონ ან ბოდიში მოიხადონ.ქიქავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სალომე სამადაშვილსა და რომან გოცირიძეს მიმართა, „გზა დაუთმონ მათ, ვისაც ბრძოლა სურთ“.ქიქავას აზრით, სამადაშვილსა და გოცირიძეს ბრძოლა აღარ სურთ.