ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დღეს ე.წ. ოქროს მოწმეს, დაზარალებულ გური ამირხანაშვილს დაკითხავენ. დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს.
საქმეზე ბრალდებულები არიან: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ.