აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში მაშველებმა შახტაში 2 კვირის განმავლობაში ჩარჩენილი 11 მუშა ამოიყვანეს.
BBC-ის ინფორმაციით, 10 იანვრიდან დღემდე ისინი 600 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდნენ. ამ დროის განმავლობაში მუშებს საკვებსა და საჭირო მედიკამენტებს ვიწრო გვირაბის მეშვეობით აწვდიდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების მომენტში შახტაში სულ 22 მუშა იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, 10 მაღაროელის ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით უცნობია.
შახტაში მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია.