ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა - Palitra News

ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

2021-01-23 12:26:21+04:00

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა. ფერმის მშენებლობაზე 2 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა, აქედან 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი - ფერმერის ინვესტიცია. ახალ ფერმაში ყოველდღიურად 4 ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ. ფერმაში 20 ადგილობრივია დასაქმებული. შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობას აძლევს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის დაწყების და განვითარებისკენ მიმართონ.