ხუთ დიდ ქალაქში 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღუდვა იხსნება, თუმცა შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ ექნებათ - Palitra News

ხუთ დიდ ქალაქში 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღუდვა იხსნება, თუმცა შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ ექნებათ

2021-01-22 13:51:01+04:00

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ 5 ქალაქში შაბათ-კვირას ასევე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან აღდგება.