ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, 2015 წლის ბირთვული შეთანხმებას დაუბრუნდეს და თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს.
„ახლა ბურთი აშშ-ის მოედანზეა. თუ ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებას დაუბრუნდება, ჩვენ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად შევასრულებთ,“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მთავრობის დღევანდელი შეხვედრის დროს.
მისი თქმით, ირანი აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციიდან კანონის უზენაესობის დაცვას ელოდება.
„ჩვენ ველით, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია კანონის უზენაესობას დაუბრუნდება და დაიცავს და წინა ოთხი წლის განმავლობაში გაჩენილ შავ ლაქებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამოშლის. ტირან ტრამპის პოლიტიკური კარიერა და მისი ავბედითი მმართველობა დღეს სრულდება და ირანის წინააღმდეგ მისი "მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკა მარცხით დასრულდა. ტრამპი მკვდარია, მაგრამ ბირთვული შეთანხმება ჯერ კიდევ ცოცხალია,“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.