ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე მუშაობისთვის ხომალდს „ფორტუნა“ და მის მფლობელ კომპანიას სანქციებს დაუწესებს. აღნიშნული ხომალდით ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის მილების განთავსება ხდებოდა. ამის შესახებ გაზეთი Handelsblatt-ი წერს.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ამერიკელებმა უკვე აცნობეს გერმანიის ხელისუფლებას და სხვა ევროპელ პარტნიორებს. როგორც გამოცემა წერს, ამ შემთხვევაში შტატები კი არ იმუქრება სანქციებით, არამედ მას ნამდვილად აწესებს.
შტატებისთვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კანონი CAATSA, რომელშიც ამერიკელებს შეყვანილი ჰყავთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქული ნაკადი“. დოკუმენტი 2017 წელს მიიღეს და ის ითვალისწინებს ამერიკის ხელისუფლების მხრიდან შემზღუდავი ზომების მიღებას იმ სახელმწიფოებისადმი, რომლებიც რუსეთთან აფორმებენ მსხვილ კონტრაქტებს იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შეძენაზე.
Handelsblatt-ი წერს, რომ ამ დრომდე უცნობია როგორი იქნება „ფორტუნას“ წინააღდმეგ შემოღებული სანქციები.