ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1550 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 249 465 შეადგინა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 235 130 -მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 25 ახალი პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 973 პირი ემსხვერპლა.