"ექსპო-ჯორჯიასთან" გამართულ აქციაზე დაკავებული ყველა აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
წერეთლის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავები აგრესიით გამოირჩეოდნენ და დაკავებებიც უსამართლოდ მოხდა.
ექსპო ჯორჯიასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 9 აქტივისტი დააკავეს რომლებიც პარტია ქართული ოცნების მეექვსე ყრილობის პარალელურად აქციას მართავდნენ.