ანგელა მერკელის პარტია დღეს ახალ ლიდერს ირჩევს - Palitra News

ანგელა მერკელის პარტია დღეს ახალ ლიდერს ირჩევს

2021-01-16 15:31:06+04:00

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, რომელიც, სავარაუდოდ, ანგელა მერკელს კანცლერის თანამდებობაზე ჩაანაცვლებს. Reuters-ის ინფორმაციით, მმართველი კოალიციის ლიდერობისთვის ცენტრისტი არმინ ლაშეტი, კონსერვატორი ფრიდრიხ მერცი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ნორბერტ როტგენი იბრძვიან. ახალ ლიდერს 1 001 დელეგატი პარტიის ყრილობაზე, ონლაინ კენჭისყრის გზით აირჩევს. ანგელა მერკელი, რომელსაც კანცლერის პოსტი 2005 წლიდან უკავია, თანამდებობას წელს, სექტემბერში დაგეგმილი ფედერალური არჩევნების შემდეგ დატოვებს.