პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დააანონსა. აბასის ოფისის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, პალესტინის მთავრობა საკანონმდებლო არჩევნებს მიმდინარე წლის 22 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნებს კი - 31 ივლისს ჩაატარებს. პალესტინაში საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2006 წელს ჩატარდა, რომელშიც „ჰამასმა“ გაიმარჯვა, 2005 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი გამარჯვება მაჰმუდ აბასმა მოიპოვა.