Boeing-მა 2020 წელს მხოლოდ 157 სამოქალაქო თვითმფრინავი გაყიდა. ეს კი 59%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს, 2020 წელი კორონავირუსის გამო ავიაკომპანიისთვის და მწარმოებლისთვის წამგებიანი იყო. თუმცა, Boeing-ისთვის წელი მაინცდამაინც ცუდად არ დასრულდა, რადგან ბაზარზე დაბრუნდა ლაინერი - 737 MAX. ამჟამად ამ ლაინერით ფრენები ამერიკასა და ბრაზილიაში ხორციელდება. ორივე ქვეყანამ 737 MAX-ის ექსპლუატაცია დეკემბერში განაახლა.
შეგახსენებთ, რომ Boeing 737 MAX თვითმფრინავების ექსპლუატაცია ორი ავიაკატასტროფის შედეგად შეჩერდა. Boeing-ის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ლაინერების ჩამოვარდნის მიზეზი გახდა პროგრამაში ხარვეზი. ამის შემდეგ კი მსოფლიო ქვეყნების უმეტესობამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე უარი თქვეს ამ ლაინერების გამოყენებაზე.