პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვისკენ მოუწოდებს. პაპუაშვილი თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა შევიდნენ და ისტორიულ საკითხებში მიიღონ მონაწილეობა.