საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ორბელიანების სასახლიდან მიულოცა, სადაც დროშის აწევის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო ქართული ჯარი, პოლიციელები, მაშველები, მეხანძრეები, ექიმები და ემიგრაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. პრეზიდენტმა მოსხლეობას დროშის პატივისცემისკენ მოუწოდა და ძველით ახალი წელიც მიულოცა.