კალოიანი - ამ მომზადებით, აღჭურვილობით და ცოდნით ჯანდაცვის სისტემას მესამე ტალღის გამკლავება გაუჭირდება - Palitra News

კალოიანი - ამ მომზადებით, აღჭურვილობით და ცოდნით ჯანდაცვის სისტემას მესამე ტალღის გამკლავება გაუჭირდება

2021-01-13 16:08:44+04:00

ამ მომზადებით, ამ აღჭურვილობით და ამ ცოდნით ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება სერიოზული ტალღის გამკლავება და დანაკარგები ისევ მაღალი იქნება, - ამის შესახებ „ნიუჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა. მისი თქმით, მესამე ტალღა მძიმე იქნება და ყველაზე მთავარი სამედიცინო პერსონალისა და შესაბამისი სტაციონარების აღჭურვა ტექნიკური საშუალებებით.