კომპანია YouTube-მა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არხი მინიმუმ ერთი კვირით დაბლოკა, - ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ YouTube-ზე ატვირთულმა ვიდეომ ძალადობის წახალისება გამოიწვია, რის გამოც ადმინისტრაციამ ვიდეო წაშალა.
„ჩვენ წავშალეთ დონალდ ტრამპის არხზე ატვირთული ახალი კონტენტი და ძალადობის წახალისებასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკის დარღვევის გამო არხი შევაჩერეთ ”, - აცხადებენ კომპანიაში.
მათი განმარტებით, მომდევნო 7 დღის განმავლობაში, ტრამპის არხზე ახალი ვიდეოების ატვირთვა შეუძლებელი იქნება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კომპანია Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიში "განუსაზღვრელი ვადით", Twitter-მა კი სამუდამოდ დაბლოკა.