ფოთში მერიის ადმინისტრაციულ შენობასთთან აქცია გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის''ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ.
მათი თქმით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდშია. შეკრებილები ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან ჯამით ქაფშია მიიტანეს. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვენ. თავის მხრივ, ქარხნების ხელმძღვანელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი. ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ლიცენზირებული საწარმო ფუნქციონირებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.