ქართველი პრიმა ბალერინა 2021 წლიდან რუსეთში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს და ამავე დროს, ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.
ჟურნალმა Variety 2020 წლის 40 საუკეთესო სიმღერა შეარჩია. გამოცემის წესების თანახმად, ერთი შემსრულებელი სიაში მხოლოდ ერთი სიმღერით ხვდებოდა, იმის მიუხედავად თუ რამდენი ახალი კომპოზიცია გამოუშვეს, მე მოწინავე პოზიციებს გაგაცნობთ
რეიტინგის პირველ ადგილს დუა ლიპას ჰიტი Don't Start Now იკავებს. გამოცემაში მიიჩნევენ, რომ კომპოზიციით ლიპამ „დისკოს დედოფლის“ წოდება მოიპოვა
მეორე ადგილზე ლეგენდარული ბობ დილანი აღმოჩნდა, სიმღერით Murder Most Foul, მესამეზე კი Grammy-ს ნომინანტი ფიბი ბრიჯერსი კომპოზიციით Kyoto.
მსოფლიო კინოსამყაროს ყურადღება ახლა „ოქროს გლობუსისკენ“ არის მიმართული. მაყურებელი და კრიტიკოსები სავარაუდო ნომინანტების ვინაობას უკვე აქტიურ რეჟიმში განიხილავენ, ოფიციალური ინფორმაცია 3 თებერვალს გამოქვეყნდება თუმცა მანამდე სავარაუდო ნომინანტებს გაგაცნობთ
ოქროს გლობუსის სავარაუდო ნომინანტები
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, შესაძლოა, ფილმ „ერთი ღამე მაიმიში“ მონაწილე 4 მსახიობი ვიხილოთ. კომედიური და მუსიკალური ფილმების ნომინაციაში ფილმ „სილვიას სიყვარულს“ მოიაზრებენ. სავარაუდოდ, წლევანდელ ნომინანტთა სიაში იქნება ენტონი ჰოპკინსიც, ფილმში „მამა“ შესრულებული როლისთვის. სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს გლობუსზე ნომინირებულ მსახიობთა შორის იქნება სტენლი ტუჩი ფილმ Supernova შესრულებული როლისთვის.
ოქროს გლობუსის 78-ე ცერემონია 28 თებერვალს არის დაგეგმილი , რასაც იმედია ხელს არაფერი შეუშლის.
1. ახლახანს გახდა ცნობილი რომ კანის კონოფესტივალი რომელიც მაისის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო ქვეყანაში განვითარებული ეპიდვითარების გამო შესაძლოა გადაიდოს.
2.კორონავირუსის პანდემიის გამო Grammy Awards 2021-ის დაჯილდოების ცერემონია მარტამდე გადაიდო. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიაში COVID-19-ის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო ცერემონია 31 იანვრის ნაცვლად 14 მარტს ჩატარდება.
3.შემდეგ 25 აპრილს ოსკარის დაჯილდოვების ცერომიაა დაგეგმილი , მთავარია 2021 ში აღარ იყოს გაუქმებული ღონსძიებები, გადადებას როგორმე გავუძლებთ რა თქმა უნდა აქ უმთავრესი ადამიანების ჯანმრთელობაა .