სამღვდელოებამ მაცხოვრის შობის დღესასწაული მოსახლეობას მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცა. მანქანების მსვლელობა 14:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყო და თბილისის რამდენიმე უბანს მოიცავს.
არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, წელს "ალილოს" ტრადიციული მსვლელობა ვერ ჩატარდა. საშობაო შემოწირულობები სოციალურად დაუცველებს ბავშვთა სახლის ბენეფიციარებასა და მოხუცთა ტავშესაფრებში მცხოვრებ პირებს გადაეცემათ.