არქიმანდრიტ გიორგი გურჩიანმა საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზი ტექნიკური ხარვეზით ახსნა. მისი თქმით, ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება. შეგახსენებთ რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს პირევლი შემთხვევა იყო, როდესაც შობის ღამეს პატრიარქის ტრადიციული ეპისტოლე არ წაიკითხეს.
ამასთან, არქიმანდრიტმა უპასუხა კითხვას, დაცული იყო თუ არა საშობაოდ ტაძრებში პანდემიასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები. მისივე თქმით, ყველაზე მეტად ეკლესია არის დაინტერესებული იმით, რომ ერი სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს.